გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 ათასს მიაღწია. ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა კორონავირუსის 2801 ახალი შემთხვევა. ამასთან, ვირუსით 20 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ყველაზე მეტად კორონავირუსი გავრცელებულია ზემო რაიონის – ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, სადაც საერთო ჯამში3033 შემთხვევა არის დადასტურებული.
ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზედერი რეგიონში კომენდანტის საათის გამოცხადებას არ გამორიცხავს.
ბავარიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 400 შემთხვევა გამოვლინდა, სულ ინფიცირებულია 2282 ადამიანი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, გერმანიაში კორონავირუსით 13 ათასი ადამიანია ინფიცირებული.