გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ 19“-ით 57 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ 19“-ის 176 752 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 8 147 ინფიცირებული.