გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
გერმანიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 218 519 შემთხვევა. გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 9 207-ს შეადგენს.