გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 218 519-მდე გაიზარდა

08:08, 12.08.2020

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

გერმანიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 218 519 შემთხვევა. გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 9 207-ს შეადგენს.

მსგავსი