გერმანიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა
გერმანიამ კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აკრძალვა გავრცელდება საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის გარდა არსებულ სივრცეებში.
აღნიშნული აკრძალვა ორი კვირა გასტანს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 ათასს აღწევს.