გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა
გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

გადაწყვეტილება ქვეყნის 16-ვე მხარის წარმომადგენელთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.

ამასთან, ახალი რეგულაციების თანახმად, იზღუდება ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, შობის დღესასწაულებზე, დასაშვები იქნება 10 ადამიანის შეკრება, თუმცა მათ რიცხვში არ მოიაზრებიან მცირეწლოვნები.

ვარაუდობენ, რომ შეზღუდვები იანვარშიც გაგრძელდება, ვინაიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ გასულ 24 საათში ვირუსს გერმანიაში 410 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები ოქტომბრის ბოლოდან მოქმედებს.