გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიის ფედერაციაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკას აწარმოებს.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიაში ახალ გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 340-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ აღრიცხეს 206 242 კოვიდინფიცირებული, დაიღუპა 9122 პაციენტი.