გერმანიაში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:13, 28.07.2020

გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიის ფედერაციაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკას აწარმოებს.

ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიაში ახალ გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 340-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ აღრიცხეს 206 242 კოვიდინფიცირებული, დაიღუპა 9122 პაციენტი.

მსგავსი