გერმანიაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 198 963-ს უახლოვდება. ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსით 9 064 ადამიანი გარდაიცვალა.