გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 29 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა გარდიანი რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 532 930 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 10 481 ადამიანი.