გერმანიაში კორონავირუსის 1 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 1 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 263 663 ადამიანი დაინფიცირდა. გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9 368-ს აღწევს.