გერმანიაში ხუთი ახალგაზრდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
გერმანიაში ხუთი ახალგაზრდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დიუსელდორფის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
გერმანიის ანტიტერორისტულმა ძალებმა ჩხრეკა ჩაატარეს ეჭვმიტანილების სახლებში. ეჭვმიტანილები 16-დან 22 წლამდე ასაკის არიან. მათგან არავინ დაუკავებიათ.
ეჭვმიტანილებს შორის ორი გერმანიის მოქალაქეა, კიდევ ორი რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, ერთი კი -თურქეთის მოქალაქეა.
ამჟამად მიმდინარეობს ჩხრეკის შედეგად ამოღებული მასალების შესწავლა.