გერმანიაში ხუთი ახალგაზრდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი

13:42, 28.10.2021

გერმანიაში ხუთი ახალგაზრდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დიუსელდორფის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

გერმანიის ანტიტერორისტულმა ძალებმა ჩხრეკა ჩაატარეს ეჭვმიტანილების სახლებში. ეჭვმიტანილები 16-დან 22 წლამდე ასაკის არიან. მათგან არავინ დაუკავებიათ.

ეჭვმიტანილებს შორის ორი გერმანიის მოქალაქეა, კიდევ ორი რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, ერთი კი -თურქეთის მოქალაქეა.

ამჟამად მიმდინარეობს ჩხრეკის შედეგად ამოღებული მასალების შესწავლა.

მსგავსი