გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი დააკავეს
გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი დააკავეს

გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, ოთხი ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სპეცრაზმმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დორტმუნდსა და ბოტროპში აიყვანა. მათ ბრალად საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ასევე მკვლელობა, იარაღის უკანონო ტარება და ტერაქტების ორგანიზებაში მონაწილეობა ედებათ.
დაპატიმრებულთა ასაკი 26-დან 29 წლამდე მერყეობს. სამართალდამცავებმა ბრალდებულების ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.

გამოძიების ცნობით, დაკავებული პირები 2013-დან 2015 წლამდე პერიოდში ერაყში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

ერთ-ერთი მათგანი მოჰამედ რაფეა იასინია, მას 2006-2008 წლებში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მიმართული ტერაქტების მოწყობა, ასევე ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.