გერმანიაში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი

13:34, 08.01.2023

გერმანიაში 32 წლის ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. პოლიციამ მასალები ქალაქ კასტროფ-რაუკსელში, ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას იპოვა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

მსგავსი