გერმანიაში იარაღის ექსპორტის აკრძალვის მოწოდებით „სააღდგომო მსვლელობა“ გაიმართა
გერმანიის ქალაქებში მშვიდობის, განიარაღებისა და გერმანული იარაღის ექსპორტის აკრძალვის მოწოდებით “სააღდგომო მსვლელობა” გაიმართა. აქციის მონაწილეები მსოფლიოში ომების შეწყვეტასა და იარაღის ექსპორტზე უარის თქმას მოითხოვენ, განსაკუთრებით კი იარაღის თურქეთისთვის რეალიზაციაზე.
ბერლინში შეკრებილი აქციის მონაწილეთა განცხადებით, გადასახადების გადამხდელთა ფული სოციალურ მიზნებს უნდა ხმარდებოდეს, ისეთს როგორიცაა ჯანდაცვა, პენსიები, სამუშაო ადგილების შექმნა და განათლება და არა იარაღს.
ბრემენის დემონსტრაციის მონაწილეები კი ცივი ომის დაწყებასა და რუსეთისა და აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ზრდას ეწინააღმდეგებიან. პროტესტის მთავარი თემა კი სირიის აფრინში თურქეთის სამხედრო ქმედებები აღმოჩნდა.
“სააღდგომო მსვლელობა” პირველად 1960-იანი წლებში დიდ ბრიტანეთში, ბირთვული გამოცდების წინააღმდეგ ჩატარდა. გერმანიაში კი 1980-იანი წლებიდან იმართება. მასში მონაწილე მოქალაქეები მშვიდობის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.