გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 33 949 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ეს პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 165 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 96 192 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მოსახლეობის 66,8% „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული.