გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა
გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 197 341 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 036 ადამიანი.