გერმანიაში დააკავეს ულტრამემარჯვენეები, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ
გერმანიაში დააკავეს ულტრამემარჯვენეები, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სულ დაპატიმრებულია 12 პირი, რომლებიც ერთი დაჯგუფების წევრები არიან. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.
დაკავებულებიდან ოთხს რადიკალური ულტრამემარჯვენეთა დაჯგუფების ფორმირებაში სდებენ ბრალს. კიდევ რვას კი ამ დაჯგუფების დაფინანსებასა და იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების მიხედვით, დაპატიმრებულმა პირებმა დაჯგუფება შარშან სექტემბერში ჩამოაყალიბეს. ისინი ასევე დაკავშირებულები არიან ფინეთში მოქმედ ულტრამემარჯვენეებთან.
სამართალდამცავების ცნობით, ბრალდებულები გერმანიაში ათი მასშტაბური თავდასხმების ორგანიზებას აპირებდნენ.