გერმანიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდი ევროს ღირებულების ძვირფასეულობის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი
გერმანიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდი ევროს ღირებულების ძვირფასეულობის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი

გერმანიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდი ევროს ღირებულების ძვირფასეულობის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი.

ოპერაცია ბერლინში ჩატარდა და მასში 1 600-მდე სამართალდამცველი იყო ჩართული. ჩხრეკის ოპერაცია განხორციელდა დედაქალაქის 18 სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის ათ საცხოვრებელ ბინასა და საცავებში.

2019 წლის 25 ნოემბერს, გამთენიისას, ბოროტმოქმედებმა დაწვეს ელექტროფარი, რომელიც „მწვანე სარდაფსა“ და სხვა სახელმწიფო მუზეუმებს ელექტროენერგიით ამარაგებდა. ამის შემდეგ ერთ-ერთ სარკმელზე, გისოსების გადაჭრის შედეგად, „მწვანე სარდაფის“ მუზეუმის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლეს, სადაც საიუველირო კოლექცია ინახებოდა. მოგვიანებით, 2020 წლის იანვარში, ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიიღო რამდენიმე წერილი, სადაც დრეზდენის მუზეუმიდან მოპარული 50-კარატიანი „საქსონიის თეთრი“ ბრილიანტისა და სხვა ძვირფასეულობის შეძენას სთავაზობდნენ. ბოროტმოქმედებს რეალიზაციის შედეგად თანხის მიღება კრიპტოვალუტის საშუალებით სურდათ.