გერმანიაში ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო 170 ავიარეისი გაუქმდა
გერმანიაში ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო 170 ავიარეისი გაუქმდა

გერმანიაში ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო 170 ავიარეისი გაუქმდა. საქმე ეხება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ჯერმანვინგზს“.

კომპანიის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვის გამო 30 დეკემბერს ავიაკომპანიამ დაგეგმილი რეისების მხოლოდ შვიდი პროვენტის შესრულება შეძლო. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი სამსახურში გასვლას 2 იანვრამდე არ აპირებენ.

ჯერმანვინგზი“ გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ შვილობილია. „ლუფთჰანზასა“ და პროფკავშირებს შორის უთანხმოება რამდენიმე წელია გრძელდება. ნოემბერში ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო 1500-ზე მეტი რეისი გაუქმდა. დაზარალდა 200 000 მგზავრი.