გერმანიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4062 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4062 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და 86-ს მიაღწია. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა განაცხადა.
გერმანიაში საერთო ჯამში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 22700-ს აღწევს.
ლოთარ ვილერის განცხადებით, გარდაცვლილთა საშუალო ასაკია 82 წელს შეადგენს. მათგან 57 მამაკაცია, 43 კი – ქალი.
ვილერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გერმანიის მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისკენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ განსხვავებული მონაცემები აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გამოვლენილია დაავადების 26 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია 106 ადამიანი.