გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 446 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი
გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსული ინფექციის საერთო რიცხვი გერმანიაში 195 674-ს აღწევს. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში გერმანიაში „კოვიდ-19“-ს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
გერმანიაში კორონავირუსით საერთო ჯამში 9 003 ადამიანი დაიღუპა, 180 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.