გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 8 616 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 231 ადამიანი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 8 616 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 231 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 231 ადამიანი.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსის 2 284 010 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საერთო ჯამში გარდაცვლილია 61 517 ადამიანი.