გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება 185 647 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით რვა ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 8 763-ს მიაღწია.
გერმანიის ხელისუფლებამ ლეგიონელას შესაძლო რისკებზე დაიწყო საუბარი, რადგან კორონავირუსული პანდემიის დროს სასტუმროები, სპორტული ობიექტები და საცურაო აუზები თვეების განმავლობაში იყო დახურული.
„ლეგიონელას ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის გრიპი და ფილტვების ანთება“, – ნათქვამია რობერტ კოხის ინსტიტუტის „ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში“.