გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, რობერტ კოჰის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 181 482 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. „კოვიდ-19“ის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსით 8500 ადამიანია გარდაცვლილი.