გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 601-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.
აღნიშნულ მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს წარმოადგენს.
ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, გერმანიაში სულ დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 189 135 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 883-ს შეადგენს.