გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 219 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 196 554-ს აღწევს. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9 016-ს აღწევს.