გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 794 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 794 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 794 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 56 546 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 321-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 205 ათასზე მეტი შემთხვევა.