გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 860 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 860 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 556 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 232 093 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 64 191 ინფიცირებული.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიაში კარანტინი მოქმედებს, რომელიც 7 მარტამდეა ძალაში.