გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 100 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
საერთო ჯამში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 169 208 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი დაიღუპა. გერმანიაში კორონავირუსს დღემდე 7 395 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ასევე, იზრდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-სგან 1 100 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ გერმანიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 144 400-ს აღწევს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი, 0.75 პროცენტიდან 1.10 პროცენტამდე გაიზარდა.