გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 933-ით გაიზარდა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ითგარდაცვალების 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შედეგად, გერმანიას 175 ათასამდე ინფიცირებული და 7861 გარდაცვლილი ჰყავს. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბავარიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ფიქსირდება.