გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 640 ადამიანი დაინფიცირდა, 166 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 640-ით გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 166 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 692 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 88 940 შეადგინა.