გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 964 ადამიანი დაინფიცირდა, 85 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 85 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსის 463 555 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 10 121 პაციენტი გარდაიცვალა.