გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 933 შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 933 ადამიანს დაუდგინდა. ამგვარად, ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა წინა დღესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, როდესაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 357 პაციენტს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით დაავადებული 116 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 7 533 შეადგინა.
რობეტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი ბოლო სამი დღეა ერთს აღემატება. როდესაც რეპროდუქციის მაჩვენებელი ერთზეა, ეს ნიშნავს, რომ ყოველი ინფიცირებული პირი საშუალოდ ერთს აინფიცირებს.
გერმანიაში კორონავირუსის სულ 170 508 შემთხვევაა გამოვლენილი.
რობერტ კოხის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, მზარდია თუ არა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი.