გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 587 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყებიდან გერმანიაში „კოვიდ-19“ სულ 191 449 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 8 914-სთვის ვირუსი ფატალური აღმოჩნდა. ხოლო 176 300 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გერმანიის გიუტერსლოს რაიონში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ადგილობრივ ხორცის საწარმოში კორონავირუსით 1 500-ზე მეტი ადამიანი დაავადდა.