გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 537 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 190 359-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გარდაცვლილთა რაოდენობა სამით გაიზარდა და ახლა 8 885-ს შეადგენს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელმა 1,79-დან 2,88-მდე მოიმატა. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის კონტროლისთვის აუცილებელია, რომ რეპროდუქციის დონე ერთზე დაბალი იყოს.