გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 503 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ათი ადამიანი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 503 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 190 862 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში ათით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. ქვეყნის მასშტაბით ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 895-ს შეადგენს.