გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 410 პაციენტი კი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 961 320 -ს მიაღწია.
მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 410 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსს 15 242 ადამიანი ემსხვერპლა.