გერმანიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ვირუსი ბავარიაში, მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ შტარნბერგში დაფიქსირდა. დაავადებული მამაკაცია. მისი ეროვნება, სახელი და ასაკი არ გასაჯაროებულა. პაციენტი იზოლირებულია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეამოწმეს ის პირებიც, ვისთანაც ინფიცირებულ მამაკაცს ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 100-ს გადააჭარბა. დაავადების ეპიცენტრი ცენტრალურ ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში მდებარე ქალაქი უხანია.