გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გერმანული გამოცემის ცნობით, ინფექციის შემთხვევები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ერთ-ერთ ბაღში დაფიქსირდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ყველა ინფიცირებულ მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულ ბაღში სულ 114 ბავშვი ირიცხება. 100 მათგანს კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს.
გერმანიაში ახალი კორონავირუსით საერთო ჯამში 79 ადამიანია დაინფიცირებული.