გერმანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით
გერმანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით

გერმანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია პოლიციელთა პროფკავშირების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გერმანელ პოლიციელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი იოხენ კოპელკე ამბობს, თუ დეპორტაცია უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, მაშინ პოლიციას ამ პროცესში გაცილებით დიდი ძალების ჩართვა მოუწევს.

ცნობისთვის, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მისი უწყება არალეგალი მიგრანტების გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურების გასაიოლებლად და დასაჩქარებლად გეგმის წარსადგენად ემზადება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

„მათ, ვისაც არ აქვთ უფლება, გერმანიაში დარჩნენ, უნდა დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ფეზერმა.

მანამდე გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირების მასობრივი დეპორტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.