გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც Leopard 1 A5-ის ტიპის 22 ტანკს მოიცავს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც Leopard 1 A5-ის ტიპის 22 ტანკს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
უკრაინა ასევე მიიღებს 155 მილიმეტრის კალიბრის 60 ათასზე მეტ ჭურვს, Bandvagn 206-ის ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას, მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს, GEPARD-ის სამ საზენიტო დანადგარს, 10 ტყვიამფრქვევს, ათობით სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, ექვს გამნაღმველ მანქანას, 100-ზე მეტ ავტომობილს, მათ შორის სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებს, ყველგანმავლებს და სხვა სამხედრო ტექნიკას.
რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ გერმანიამ უკრაინას 5,2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, 10 ათასზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა კი გერმანიაში მომზადება გაიარა.
ამასთან, გერმანიის მთავრობამ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების სამკურნალოდ დამატებით 50 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.