გერმანიამ უკრაინას საჰაერო სათვალთვალო რადარი, განაღმვის სისტემები, სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა
გერმანიამ უკრაინას საჰაერო სათვალთვალო რადარი, განაღმვის სისტემები, სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა

გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარების სია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადაეცა.

TRML-4D ტიპის რადარს შეუძლია, აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს 250კმ-მდე რადიუსში. ასევე კონცენტრირებას ახდენს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე.

აღნიშნული რადარის გარდა, გერმანიამ უკრაინას განაღმვის სისტემები, Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა.

განახლებულ სიაში აღნიშნულია საავტომობილო აღჭურვილობის უზრუნველყოფის შესახებაც, რომელიც სასაზღვრო და სატვირთო მანქანებს მოიცავს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 13 მაისს ოფიციალურად განაცხადა უკრაინის მხარდასაჭერი სამხედრო დახმარების შესახებ, რომლის ღირებულებაც 2.7 მილიარდი ევროა. ეს უკრაინისთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი პაკეტია ომის დაწყების შემდეგ.