მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ლევერკუზენში იოახიმ ლიოვის გუნდმა საუდის არაბეთს უმასპინძლა და 2:1 მოიგო. გერმანელებმა ანგარიში მე-8 წუთზე ტიმო ვერნერის გოლით გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს, საუდის არაბეთის მცველმა ომარ ჰავსავიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში 2:0 გახდა.
84-ე წუთზე მოჰამედ ალ-საჰლავიმ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე თაისირ ალ-ჯასამმა ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გერმანიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ნოიერი (ტერ შტეგენი, 46), კიმიხი (გინტერი, 81), ბოატენგი (ზიულე, 46), ჰუმელსი, ჰექტორი, ხედირა, კროოსი, მიულერი (ბრანდტი, 74), როისი (გიუნდოგანი, 57), დრაქსლერი, ვერნერი (გომესი, 62).