გერმანიამ ლიეტუვაში მუდმივი განთავსების ძალების პირველი შემადგენლობა გაგზავნა
გერმანიამ ლიეტუვაში მუდმივი განთავსების ძალების პირველი შემადგენლობა გაგზავნა. 20 პირისგან შემდგარი ჯგუფი ბაზის მოწყობაში მიიღებს მონაწილეობას.
გეგმის მიხედვით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განთავსებული ბაზა სრულად ფუნქციონირებადი 2027 წლისთვის იქნება და იქ 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანული დანაყოფები საზღვრებს გარეთ მუდმივი განთავსების პირობებში იქნებიან.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ლიეტუვაში გერმანიის შეიარაღებული ძალების ყოფნა დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.