გერმანიამ და ისრაელმა მთავრობებს შორის კონსულტაციები განაახლეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრები 4 ოქტომბერს, ისრაელში გაიმართება. კონსულტაციები გერმანიის ინიციატივით ისრაელის სადავო მშენებლობების გამო 2017 წლის დასაწყისში შეჩერდა.
ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას გარკვეულ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვება. თუმცა ამის მიუხედავად გერმანია და ისრაელი პარტნიორი სახელმწიფოების არიან.
შეხვედრის დროს გერმანიის და ისრაელის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის მზარდი ძალაუფლება ისრაელის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამასთან, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით შეეცდება.