გერმანიამ ჩეხეთთან და ავსტრიასთან საზღვარი ნაწილობრივ დახურა
გერმანიამ ჩეხეთთან და ავსტრიასთან საზღვარი ნაწილობრივ დახურა

გერმანიამ ჩეხეთთან და ავსტრიასთან საზღვარი ნაწილობრივ დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ამის მიზეზად მოსაზღვრე რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევების მატება დასახელდა.

საზღვარზე მობილიზებულია ათასამდე პოლიციელი. ისინი საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ამოწმებენ.

როგორც „გარდიანი“ წერს, ახალი წესების მიხედვით, 17 თებერვლიდან გერმანიაში შეხვლა მსოლოდ გერმანიის მოქალაქეებს შეეძლებათ, რომელთაც კორონავირუსის ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულებისთვის.