კიოლნში, „რაინ-ენერჯი-არენაზე“ ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ საფრანგეთს უმასპინძლა და წაგებას ბოლო წუთზე გაექცა წაგებას.
33-ე წუთზე „არსენალის” ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა საფრანგეთი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ტიმო ვერნერმა გაათანაბრა, მაგრამ ამას 71-ე წუთზე ლაკაზეტის დუბლი მოჰყვა.
გერმანიამ თამაშის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე შეძლო, როცა შეცვლაზე შესულმა ლარს შტინდლმა მარიო გიოტცეს პასით გაიტანა – 2:2.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
გერმანია: ტრაპი – ემრე ჩანი (შტინდლი, 83), ჰუმელსი (რიუდიგერი, 46), ზიულე, პლატენჰარდტი – ხედირა (რუდი, 75), კროოსი – გიუნდოგანი (გიოტცე, 65), იოზილი, დრაქსლერი – ვერნერი (ვაგნერი, 85).
საფრანგეთი: მანდანდა – ჟაიე (პავარი, 64), ვარანი, უმტიტი, დინი (კურზავა. 82) – რაბიო – ტოლისო, მატუიდი (ნ’ზონზი, 64) – მბაპე, მარსიალი – ლაკაზეტი (გრიზმანი, 76).