გერმანია საფრანგეთს ბოლო წამებზე გადაურჩა
გერმანია საფრანგეთს ბოლო წამებზე გადაურჩა

კიოლნში, „რაინ-ენერჯი-არენაზე“ ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ საფრანგეთს უმასპინძლა და წაგებას ბოლო წუთზე გაექცა წაგებას.

33-ე წუთზე „არსენალის” ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ​საფრანგეთი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ტიმო ვერნერმა გაათანაბრა, მაგრამ ამას 71-ე წუთზე ლაკაზეტის დუბლი მოჰყვა.

გერმანიამ თამაშის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე შეძლო, როცა შეცვლაზე შესულმა ლარს შტინდლმა ​მარიო გიოტცეს პასით გაიტანა – 2:2.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

გერმანია: ტრაპი – ემრე ჩანი (შტინდლი, 83), ჰუმელსი (რიუდიგერი, 46), ზიულე, პლატენჰარდტიხედირა (რუდი, 75), კროოსიგიუნდოგანი (გიოტცე, 65), იოზილი, დრაქსლერი – ვერნერი (ვაგნერი, 85).
საფრანგეთი: მანდანდა – ჟაიე (პავარი, 64), ვარანი, უმტიტი, დინი (კურზავა. 82) – რაბიოტოლისო, მატუიდი (ნ’ზონზი, 64) – მბაპე, მარსიალილაკაზეტი (გრიზმანი, 76).